სუს-ის ახალ უფროსს ახალი მოადგილეები ეყოლება – სია

სუს-ის ახალ უფროსს ანრი ოხანაშვილს ახალი მოადგილეები ეყოლება. ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილეები ალექსი ბატიაშვილი, შენგელი ფიცხელაური, გიგა ნიკოლეიშვილი და ლევან ახობაძე კი, როგორც ჩანს, თანამდებობებს ტოვებენ. მათ ნაცვლად ანრი ოხანაშვილმა დღეს, სუს-ში თანამშრომლების წინაშე ოფიციალურად წარდგომისას სამი ახალი მოადგილე ახსენა. ესენია: ირაკლი ბერაია, გელა გელაძე და ლევან ხარანაული.
“ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო. გავამართლო ჩემს მოადგილეებთან ერთად. ირაკლი ბერაია, რომელიც პირველ მოადგილედ არის დანიშნული, გელა გელაძესა და ლევან ხარანაულთან ერთად”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!