ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუს-ის ანგარიში - გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, 2023 წელს, სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სუს-ის 19 თანამშრომლის მიმართ გატარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, 19 თანამშრომლის მიმართ გატარდა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
მათივე ცნობით, სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ 68 სამსახურებრივი შემოწმება განახორციელა.
„2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ, სამსახურის სისტემაში ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმების შესაძლო დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების, შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით, 68 სამსახურებრივი შემოწმება განახორციელა. მომზადებული დასკვნების საფუძველზე, 19 თანამშრომლის მიმართ გატარდა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა -1, სასტიკი საყვედური გამოეცხადა - 4, საყვედური -10 და შენიშვნა მიეცა 4 თანამშრომელს. ამასთან, სარეკომენდაციო ხასიათის მითითებები მიეცა 2 მოსამსახურეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.