არქივი26 თებერვალი, 2024, 14:41
სუსმა ქრთამის აღების ბრალდებით წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას საგამოძიებო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
"გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი", - წერია სუსის განცხადებაში.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ამ მუხლით გათვალისწინებულია 7-დან 11 წლამდე პატიმრობა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.