ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუსმა „იმედის“ გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

სუსმა „იმედის“ გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ტელეიმედის“ ჰოლდინგში შემავალი სამი ტელეარხის („იმედი“, „მაესტრო“ და GDS) დროებით გათიშვის გამო საქმე აღიძრა საბოტაჟის მუხლით. ამის შესახებ უწყების გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
„ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო... მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - წერის სუსის განცხადებაში.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საბოტაჟი ასე განიმარტება: „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა“. ამისთვის ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
„ტელეიმედის“ ჰოლდინგში შემავალი ტელევიზიების მაუწყებლობა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. „იმედმა“ განაცხადა, რომ „ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს“.
ჰოლდინგში შემავალი ტელევიზიების მაუწყებლობა უკვე აღდგენილია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.