არქივი24 დეკემბერი, 2023, 11:12
"სურს თუ არა კვარაცხელიას "ნაპოლის" დატოვება? - სიომინის კომენტარი
ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა იური სიომინმა Metarantings-თან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
სიომინის თქმით, კარგი იქნება, თუ "კვარა" "პარტენოპეიში" კიდევ რამდენიმე სეზონს გაატარებს.
"ეჭვგარეშეა, რომ სერია A-ში შესანიშნავად თამაშობს, ნეაპოლში იდეალურადაა. მართალია, თავად ყველაზე კარგად იცის თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ "ნაპოლის" დატოვება კარგი გადაწყვეტილება იქნება", - განაცხადა სიომინმა.
შეგახსენებთ, იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას 2018/2019 წლების სეზონში მოსკოვის "ლოკომოტივში" წვრთნიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.