ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სურსათის სააგენტო NAMEDSPORT-ის პროტეინის ფილებს ბაზრიდან იღებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრიდან იღებს NAMEDSPORT-ის პროტეინის წასახემსებელ ფილებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო საინფორმაციო შეტყობინება იტალიურ ბრენდ NAMEDSPORT-ის სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის შესახებ.
„იტალიის კომპეტენტური ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლისას, ობი აღმოჩნდა სხვადასხვა დასახელების პროტეინის ფილაში: THUNDER BAR Exotic Coconut Flavour – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour – 50g, THUNDER BARExcellent Pistachio Flavour – 50g (ვარგისიანობის ვადა 31.10.24). შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებელმა მყისიერად გაააქტიურა ზემოაღნიშნული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცედურები“, — აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
საქართველოში აღნიშნული დასახელების პროტეინის ფილების იმპორტი 2023 წელს შპს „პსპ ფარმას“ მიერ განხორციელდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი განახორციელა „პსპ ფარმას“ კუთვნილ ობიექტში აღმაშენებლის გამზირზე. სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სურსათის ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის რეალიზაცია და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება.
„სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია არ შეესაბამება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელი ფილების გამოყენება სასურსათო დანიშნულებით არ შეიძლება“, — ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.