ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების  უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე. ამასთანავე, საწარმოო პროცესში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას.  ბიზნესოპერატორი (ი/მ  ა. დ.) დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული პროდუქციის შეძენისგან და დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ცხელ ხაზს: 1501.ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.