ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ კითხვას ეხმაურება, თუ რატომ ხორციელდება საპილოტე პროგრამა ბათუმში, სადაც მოქმედებს ანალოგიური მუნიციპალური პროგრამა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საპილოტე პროგრამა (მუნიციპალური პროგრამისგან განსხვავებით) მოიცავს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტს ( ბათუმი, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო, ხელვაჩაური). დღეისათვის, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის, ქედას ქობულეთის ,ბათუმის მუნიციპალიტეტიდან აყვანილია და ვეტერინარული მანიპულაციები (იდენტიფიკაცია -რეგისტრაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკა) ჩაუტარდა 287 ცხოველს.
ანალოგიურად, საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება იმერეთის და კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას,
ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას. პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.