არქივი29 დეკემბერი 2023, 10:23
სურსათის ეროვნული სააგენტოს სერვისები უქმე დღეებში ხელმისაწვდომი იქნება
„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №500 დადგენილებით, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
ა). ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა;
ბ). ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობა;
გ). სახელმწიფო კონტროლი ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკების არსებობისას.
აღნიშნულ საქმიანობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეასრულებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.