სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური ცხოველის საზღვარზე გადაყვანის წესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში, შავიზღვისპირეთში იმატა „ოთხფეხა ტურისტების“ (ძაღლები, კატები) რაოდენობამ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისს ყოველდღიურად უამრავი ოთხფეხა ვიზიტორი სტუმრობს. მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს. გაიცემა საექსპორტო ვეტერინარული სერტიფიკატი და, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ვაქცინაცია, რაც შინაური ცხოველების უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობაა.
ძაღლებისა და კატების მეპატრონეები ვალდებულნი არიან, ოთხფეხა მეგობრების საქართველოში შემოყვანის დროს იქონიონ ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია და ჩატარებული აქვს ყველა საჭირო ვეტერინარული მანიპულაცია, ხოლო საქართველოდან გაყვანისას, სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს საექსპორტო ვეტერინარულ სერტიფიკატს, რომლის ასაღებად აუცილებელია სააგენტოში ცხოველის მიყვანა.
რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის საზღვარზე გადაყვანისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას