ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა, 40 ოჯახის ევაკუაცია მოხდა – ხაშურის მერი

სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც ადგილობრივი 40 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი უკვე უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი ავრცელებს.
"ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაბა სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საჭირო გახდა ადგილობრივ მცხოვრებთა შორის 10 მოქალაქის სასტუმროში გადაყვანა და 40 ოჯახის საშიში ზონიდან გაყვანა. ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.
გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები. მოსახლეობას დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და გაუმართლებელი წინააღმდეგობა არ გაწიონ, ვინაიდან ეს რეკომენდაციები თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია". - წერს ხაშურის მერი Facebook-ზე.
ხაშურის მერის თქმით, 9 თებერვლის დილიდან გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მივლენ, მეწყრულ პროცესებს შეისწავლიან და როგორც მომხდარ, ისე არსებულ რისკებს შეაფასებენ.
"გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგეგ, შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად შემჭიდროებულ ვადებში იმოქმედებს. მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და კიდევ ერთხელ ვურჩევთ, დაემორჩილონ მერიის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და შსს-ს წარმომადგენლების რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს". - წერს თენგიზ ჩიტიაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.