ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სურამის შემოვლითი მაგისტრალი შაბათს შუადღისას გაიხსნება

სურამის შემოვლითი მაგისტრალი შაბათს შუადღისას გაიხსნება

ხვალ შუადღისას, 16 აგვისტოს დაგეგმილია ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის, - სურამის შემოვლითი გზის - გახსნა. გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 15 აგვისტოს საღამოს ჩატარდა
ანონსის თანახმად, ამ მონაკვეთზე მოძრაობა შაბათს 12:00 საათიდან იქნება ნებადართული.
ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე „უწყვეტი ჩქაროსნული მაგისტრალი“ იქნება გადაჭიმული.
ახალი მონაკვეთი 6.4 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 11 ხიდსა და ხუთ გვირაბს.
· აქამდე თბილისიდან დასავლეთით მოძრავი ავტომობილები სურამსა და ჩუმათელეთს გადიოდნენ. იმის გამო, რომ გზა ორზოლიანი და ვიწრო იყო, ამ მონაკვეთზე ხშირად იყო საავტომობილო ხერგილები.
· ამიერიდან სურამისა და მიმდებარე სოფლები სატრანზიტო მოძრაობისგან განიტვირთება.
ოფიციალური ცნობებით, ეს მონაკვეთი ჯამში 265 მილიონი ლარი დაჯდა. ნაწილი მსოფლიო ბანკის სესხით აშენდა, ნაწილი - ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
როგორც წინა შემთხვევებში, ამ მონაკვეთის გახსნასაც ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე.
მან განაცხადა, რომ ახალი პროექტი არის „კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად“.
იქვე თქვა, რომ მალე დაიწყება სასაზღვო მონაკვეთების, ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.