არქივი1 აგვისტო, 2025, 01:10
სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა - გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე, დევდორაკის გვირაბის მიმდებარედ, სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურებიის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ124-კმ139 მონაკვეთზე (დაბა სტეფანწმინდა-ლარსი), დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.