არქივი17 იანვარი, 2024, 08:41
სუპერშეთავაზება პოლიტანოს - შემტევი "ნაპოლის" მაინც დატოვებს?
რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატეო პოლიტანო "ნაპოლისთან" ხელს ახალ ხელშეკრულებას მოაწერდა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს, რადგან "ალ შაბაბმა" იტალიელ შემტევს სუპერშეთავაზება გაუკეთა.
არაბული კლუბი მზადაა მატეოს 2.5-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით 18 მილიონი ევრო შესთავაზოს. თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, პოლიტანო "ნაპოლის" 2020 წელს, "ინტერიდან" შეუერთდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.