არქივი12 იანვარი, 2024, 06:40
სუპერთასის ფინალში "ელ კლასიკო" შედგება - "ბარსელონამ" "ოსასუნა" დაამარცხა [VIDEO]
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, "ბარსელონამ" "ოსასუნა" 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
მატჩი თავიდანვე "ბლაუგრანას" უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა.
მეორე ნახევარში "ბარსა" ლევანდოვსკიმ დააწინაურა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 90+3 წუთზე ლამინე იამალმა დასვა.
"ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება 14 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.