სუნაკი დღეს კიევს ეწვევა და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

დღეს, 12 იანვარს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კიევში ჩავა, სადაც გამოაცხადებს სამხედრო დახმარების ახალ, 2.5 მილიარდი ფუნტის ღირებულების (3 მილიარდ დოლარზე მეტის) პაკეტს. ეს 200 მილიონი ფუნტით მეტია წინა ორ წელთან შედარებით.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კიევში პირადად შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ, ს.
თანხების ნაწილის დახარჯვა იგეგმება უკრაინისთვის დრონების შეძენასა და წარმოებაზე. მათ შორის სადაზვერვო, თავდასხმისა და საზღვაო დრონები.
გარდა ამისა, საუბარია შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე.
სუნაკი ზელენსკისთან ერთად ხელს მოაწერს უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმებას, რაც გულისხმობს დაზვერვის გაზიარებას, სამედიცინო და სამხედრო მომზადებას და თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობას.