არქივი16 თებერვალი, 2024, 13:08
სუნაკი: ალექსეი ნავალნი რუსული დემოკრატიის შეუპოვარი დამცველი იყო
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
"ეს საშინელი სიახლეა. როგორც რუსეთის დემოკრატიის შეუპოვარმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ მისი სიცოცხლის მანძილზე წარმოუდგენელი შეუპოვრობა აჩვენა" - დაწერა რიში სუნაკმა.
რიში სუნაკმა ალექსეი ნავალნის ცოლს და რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.