სუმიში დრონებით დარტყმა იყო საწარმოზე, სადაც სააღდგომო პასკებს აცხობდნენ

უკრაინის ქალაქ სუმიში რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამთენიისას დაზიანებული საწარმო პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ქარხანაა, სადაც დღეს სააღდგომო პასკებსაც აცხობდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი.
პირველი ცნობა სუმის ერთ-ერთ საწარმოზე დრონებით შეტევის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა არტიომ კობზარმა გაავრცელა, თუმცა საწარმო არ დაუკონკრეტებია.
დილის ათის ნახევრისთვის სუმის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო მელნიკმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ დარტყმა იყო საკონდიტრო საამქროზე, სადაც სააღდგომო პასკებს აცხობდნენ.
სუმის საოლქო პროკურატურის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 05:00 საათისთვის სამი დრონით დაარტყეს პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ქარხანას, რომელიც ოლქში წამყვანი საწარმოა.
პროკურატურის თანახმად, დაიღუპა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც პროდუქციის წასაღებად ემზადებოდა და დაშავდა საწარმოს თანამშრომელი ქალი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება