ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუმის ტრაგედიის შემდეგ რუსეთი აცხადებს, რომ სამიზნე უკრაინელი მეთაურების თათბირის ადგილი იყო

სუმის ტრაგედიის შემდეგ რუსეთი აცხადებს, რომ სამიზნე უკრაინელი მეთაურების თათბირის ადგილი იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 14 აპრილს დაადასტურა, რომ ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს უკრაინის ქალაქ სუმის.
რუსეთის სახელმწიფო მედიით გავრცელდა თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმად, რაკეტებით დაარტყეს ადგილს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის, „სევერსკის“ მეთაურების თათბირი მიმდინარეობდა და 60-ზე მეტი სამხედრო „გაანადგურეს".
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობს სუმიში მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების დაღუპვაზე. უკრაინას რუსეთის დღევანდელ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე სარაკეტო იერიში 13 აპრილს მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აპრილის დასაწყისში, უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე სარაკეტო შეტევის შემდეგაც ირწმუნებოდა, რომ დაარტყეს ადგილს, სადაც თათბირს მართავდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურები.
4 აპრილს კრივოი როგის ერთ-ერთ საცხოვრებელ მიკრორაიონზე დარტყმის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.