სუმის ოლქის ადმინისტრაცია – რუსეთი ოლქში 4 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს და „ბუფერული ზონის“ შექმნის მცდელობებს აგრძელებს

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქის იუნაკოვსკის თემის ნოვენკოესა და ბასოვკას, ასევე ხოტინის თემის ვესელოვკასა და ჟურავკას დასახლებული პუნქტები რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშაა.
„სუმის ოლქის ტერიტორიაზე მტრის კონტროლის ქვეშ იმყოფება იუნაკივსკის თემის ნოვენკოეს, ბასოვკას და ხოტინის თემის ვესელოვკასა და ჟურავკას დასახლებები. ამ სოფლების მაცხოვრებლები დიდი ხნის წინ არიან ევაკუირებულნი, იქ მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს წინსვლის მცდელობებს ე.წ. „ბუფერული ზონის“ შექმნის მიზნით.
„ბრძოლები გრძელდება სოფელ ვოდოლაგას მიმდებარე ტერიტორიაზე, ვლადიმიროვკას, ბელოვოდის, კონსტანტინოვკასა და კონდრატოვკას მახლობლად ხოტინის თემში, ასევე ლოკნიას მიმდებარე ტერიტორიაზე იუნაკივის თემში“, – აღნიშნა გრიგოროვმა.
მისი თქმით, უკრაინელები მტრის თავდასხმებს იგერიებენ და მათ სუმის ოლქის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევის საშუალებას არ აძლევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება