ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სულ სამი პარტია ვართ, „ქოცები“ „ნაცები“ და ჩვენ“ – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლა „ქართული ოცნება”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და „გირჩია” დარჩენილი.
„ვისაც თვალი აქვს ხედავენ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლა „ქართული ოცნება”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ჩვენ, „გირჩი” ვართ. სხვა დანარჩენი პარტიები არიან ან „ოცნებასთან”, ან ენმ-თან ახლოს. „ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებზე 7 პარტიით გადის. გვარამიას და მელიას არ უთქვამთ, ერთად ვართო, ამიტომ ცალ-ცალკე დავთვალეთ. „ოცნება” მათზე იძახის, რომ ესენი ყველანი „ნაცები“ არიანო. „„ოცნება” ხშირად ტყუილს ამბობს, მაგრამ არის თემები, სადაც ისინი მართლები არიან”, – ამბობს ხვიჩია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.