ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სულ რაღაც თვენახევარში, ბატონ რაჟდენს, მკაცრად მოეთხოვება პასუხი” – მამუკა ხაზარაძე

“სულ რაღაც თვენახევარში, ბატონ რაჟდენს, მკაცრად მოეთხოვება პასუხი” – მამუკა ხაზარაძე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხარაზაძე ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო დანიშნულებას არ ასრულებს:
“მსგავსი ტიპის დაწესებულება თუ ორგანიზაცია გასაუქმებელია. ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანა კორუფციული ფაქტების დადგენა უნდა იყოს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთი ფაქტი არ არის დადგენილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პირდაპირ ძარცვავენ საქართველოს ბიუჯეტს. სულ რაღაც თვენახევარში, ბატონ რაჟდენს, რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, მკაცრად მოეთხოვება პასუხი. ის ებრძვის არა კორუფციას, არამედ თავისუფალ აზრს და დამოუკიდებელ, თავისუფალ არჩევნებს საქართველოში, – ამბობს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი დღეს, ორ ოქტომბერს მოუხსნა. ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” მიიღო. ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა – პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.