ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სულ ორიოდე თვით ჩამორჩება “ქართული ოცნების” პარლამენტი ერაყისას“ – რომან გოცირიძე

„სულ ორიოდე თვით ჩამორჩება “ქართული ოცნების” პარლამენტი ერაყისას“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე:
„ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ერაყის პარლამენტში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ქორწინება ნებადართული გახდება 9 წლის გოგონებთან.
რამდენიმე თვის წინ ერაყის პარლამენტმა ასევე მიიღო კანონი ე. წ. ლგბტ პროპაგანდის შესახებ. იგი ითვალისწინებს პატიმრობას 7 წლის ვადით “პროპაგანდისათვის”, ხოლო ერთნაირსქესიანთა შორის ურთიერთობისათვის ციხეს 10-დან 15 წლამდე.
სულ ორიოდე თვით ჩამორჩება “ქართული ოცნების” პარლამენტი ერაყისას. დღეს იხილება მსგავსი საკითხები ჩვენთანაც.
ერაყის კონსტუტციით სახელმწიფო რელიგია არის ისლამი. ამ კუთხითაც გვასრწრებენ ისინი გარკვეული დროით, მაგრამ “ოცნება” გვპირდება, რომ ამ ჩამორჩენასაც აღმოფხვრის, როგორც კი კონსტიტუციის შეცვლის შანსი მიეცემა. ჩვენს ოპოზიციაში იმდენი “ტრადიციონალისტია”, რომ არაა გამორიცხული, მართლაც აისრულოს “ოცნებამ” ოცნება. ის გვაიმედებს, რომ ვერ მოაწრებენ. როგორც მათ პარტნიორ ქვეყანაში ამბობენ ხოლმე, “Ваша песенка спета»:))

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.