სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად

უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა რუსეთის ჯარების მიერ 17 ივნისს, შუაღამის შემდეგ განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად.
ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ დილის რვა საათის შემდეგ ტელეგრამ-არხებით გაავრცელეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ. მანამდე ოფიციალურად ცნობილი იყო, რომ კიევში 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
დანგრეული და დაზიანებულია სახლები, კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.
რუსეთის ჯარებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით შეუტიეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 6 ადამიანი დაშავდა ოდესის ოლქში, 1 – კიევის ოლქში და 1 – ჩერნიგოვის ოლქში.
კლიმენკოს ცნობით, კიევის სხვადასხვა რაიონში, 27 ადგილზე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო