სულხან თამაზაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიხილეს და ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით ერთობლივ ძალისხმევას.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების სტრატეგიული მნიშვნელობა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნულია შს სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად