არქივი21 აპრილი, 2026, 17:30
სულხან თამაზაშვილი თანამდებობას ტოვებს – “აჭარა თაიმსი”
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილი თანამდებობას ტოვებს. გამოცემა წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე სავარაუდოდ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრებს.
რამდენიმე დღის წინ, სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობდა ტვ პირველიც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გელა გელაძეზე დატოვებს. ერთ-ერთი ვერსიით, “ქართული ოცნება” გელაძის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას განიხილავს. რაც შეეხება თავდაცვის მოქმედ მინისტრს, წყაროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანს დიპლომატიურ მისიაში უშვებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.