ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუბარი: ქართულმა სახელმწიფომ უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარსავე მოქალაქეებს

სუბარი: ქართულმა სახელმწიფომ უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარსავე მოქალაქეებს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის თანხმობის პოლიტიკა. ამ მიმართულებით პირველი ძალიან გაბედული განაცხადი უკვე გაკეთდა ეს განაცხადი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. თანხმობა გულისხმობს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მტრის ხატის გაქრობას და იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოა მათი უპირველესი ქომაგი და ინტერესების დამცველი. ბუნებრივია, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადადგას, რადგან სწორედ ჩვენთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს თქვა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა. ქართულმა სახელმწიფო თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარსავე მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომის შედეგად. ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.