ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტურუას მკაცრი პასუხი მათ, ვინც "ვეფხისტყაოსანს" "ზედმეტი ეროტიზმის" გამო აკრიტიკებს

სტურუას მკაცრი პასუხი მათ, ვინც "ვეფხისტყაოსანს" "ზედმეტი ეროტიზმის" გამო აკრიტიკებს

რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ თე­ატ­რში ნამ­დვი­ლი კულ­ტუ­რუ­ლი აფეთ­ქე­ბა მოხ­და - რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მა­ყუ­რე­ბელს შოთა რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა წა­რუდ­გი­ნა. სპექ­ტაკ­ლი „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ (ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი: „ამ­ბა­ვი როს­ტე­ვან არაბ­თა მე­ფი­სა”) ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ლე­გენ­დის, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის 140-ე წლის­თავს ეძღვნე­ბა.

სპექ­ტაკ­ლის მუ­სი­კა­ლურ გა­ფორ­მე­ბა­ზე სვი­მონ ჯან­გუ­ლაშ­ვილ­მა და რო­ბერტ სტუ­რუ­ამ იმუ­შა­ვეს. მას­ში, გია ყან­ჩე­ლი­სა და ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი და არა­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­ლო­დი­ე­ბია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. დად­გმის ქო­რე­ოგ­რა­ფია კოტე ფურ­ცე­ლა­ძეს ეკუთ­ვნის.

პრე­მი­ე­რას, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თი­ნა­თინ რუ­ხა­ძე მო­ად­გი­ლე­ებ­თან ერ­თად და­ეს­წრო.

"ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სპექ­ტაკ­ლი ბა­ტო­ნი რო­ბერტ სტუ­რუ­ას მრა­ვალ­წლი­ა­ნი შრო­მის შე­დე­გია. მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვენს დიდ რე­ჟი­სორს შოთა რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტექ­სტში მას­შტა­ბუ­რად გა­და­აზ­რე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე წარ­მო­ჩე­ნის­თვის. მად­ლო­ბას ვუხ­დი შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდს.

სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მო­მა­ვალ­ში "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" შემ­დე­გი ნა­წი­ლის სას­ცე­ნო ვერ­სი­ა­საც ვი­ხი­ლავთ", - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ რუ­ხა­ძემ.

"თი­ნა­თი­ნი ტიტ­ვე­ლი რა­ტო­მაა?" - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი კრი­ტი­კამ წა­ლე­კა

მი­უ­ხე­და­ვად ოფი­ცი­ა­ლუ­რი აღი­ა­რე­ბი­სა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილ­მა რე­ჟი­სო­რი „ზედ­მეტ ერო­ტიზ­მში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და თი­ნა­თი­ნის (ქეთი სვა­ნი­ძე) და ავ­თან­დი­ლის (ლე­ვან ხურ­ცია) სცე­ნე­ბი.

კო­მენ­ტა­რებ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

„სირ­ცხვი­ლო, ქარ­თვე­ლის მიერ ეს დად­გმა არის მტრო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის, პო­ე­მის და რაც მთა­ვა­რია სამ­შობ­ლო - სა­ქარ­თვე­ლო­სი.“

„თი­ნა­თი­ნი ტიტ­ვე­ლი რა­ტო­მაა? რა კოს­ტი­უ­მე­ბი აც­ვი­ათ, რა მე­ტყვე­ლე­ბა...“

„უგე­მოვ­ნო­ბის და უნი­ჭო­ბის ზე­ი­მი. ყალ­ბი, არას­წო­რი ინ­ტო­ნა­ცი­ით წა­კი­თხუ­ლი ტექ­სტე­ბი. თე­ატრმ­ცოდ­ნე­ე­ბი სად არი­ან?!“

„მო­ხუც­და ჩვე­ნი დიდი მა­ესტრო... თუმ­ცა იმის მერე, რამ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლიც მოგ­ვა­ნი­ჭა რო­ბი­კო სტუ­რუ­ამ, არ ღირს გული ვატ­კი­ნოთ.“

რო­ბერტ სტუ­რუ­ას პა­სუ­ხი: „ყვე­ლა დამ­პა­ლი სტა­ტი­აა, შუ­რით და­წე­რი­ლი“

კრი­ტი­კას თა­ვად მა­ესტრომ უპა­სუ­ხა. მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში რო­ბერტ სტუ­რუა თე­ატრმ­ცოდ­ნე­ებ­სა და კრი­ტი­კო­სებს მი­მარ­თავს:

"ჩვენს თე­ატრმ­ცოდ­ნე­ებს ავი­წყდე­ბათ, რომ ის, რა­საც ისი­ნი წე­რენ, ეს ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­წი­ლია ხომ? - ეს ნიშ­ნავს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წი­ლია. ერთი სტა­ტია და­მი­სა­ხე­ლე, სა­დაც შენ აღიქ­ვამ რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბას, ყვე­ლა დამ­პა­ლი სტა­ტი­აა, შუ­რით, ბოღ­მით და­წე­რი­ლი...“

ვინ მო­ნა­წი­ლე­ობს სპექ­ტაკლში?

სცე­ნა­ზე მა­ყუ­რე­ბელ­მა იხი­ლა რო­გორც გა­მოც­დი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, ისე დე­ბი­უ­ტან­ტე­ბი:

მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ბუკა თო­ლორ­და­ვა, ირაკ­ლი კე­რე­სე­ლი­ძე, ბექა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი, ქეთი სვა­ნი­ძე (თი­ნა­თი­ნი), და­ვით უფ­ლი­საშ­ვი­ლი (როს­ტე­ვა­ნი), ლე­ვან ხურ­ცია (ავ­თან­დი­ლი), ლაშა ჯუ­ხა­რაშ­ვი­ლი.

დე­ბი­უ­ტან­ტე­ბი: კახი გაზ­დე­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი, და­ვით გურ­გე­ნა­ძე, ირაკ­ლი კვერ­ღე­ლი­ძე, ზუკა პა­პუ­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სა­ნი­კი­ძე და სხვე­ბი.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.