ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სტუდია იუსტიცია” იქნება პირველი იურიდიული ონლაინ ტელევიზია” - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოში პირველი იურიდიული ონლაინ ტელევიზია „სტუდია იუსტიცია” იხსნება. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ონლაინ ტელევიზია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებს.
„ესეც ასე, ახალი ინოვაციური პროექტი „სტუდია იუსტიცია” დაწყებულია. ეს იქნება პირველი იურიდიული ონლაინ ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც იურისტებს ექნებათ საშუალება, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მოსაზრებები. სტუდენტებს კი შეეძლებათ სრულიად ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით ლექციების მოსმენა და განათლების მიღება, რაც განსაკუთრებულად მახარებს და ემოციურია ის, რომ ეს პროექტი ატარებს სამარკო ნიშანს დამზადებულია საქართველოში! უღმესი მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ეს იდეა რეალობად აქცია. წინ ბევრი სასიამოვნო სიახლეა", - წერს რატი ბრეგაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.