ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტუდენტური მოძრაობა - „სტუდენტების ერთობა საქართველოს გამარჯვებისთვის“ 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გამართავს

სტუდენტური მოძრაობა - „სტუდენტების ერთობა საქართველოს გამარჯვებისთვის“ 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გამართავს

სტუდენტური მოძრაობა - „სტუდენტების ერთობა საქართველოს გამარჯვებისთვის“ 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, აქციას აანონსებს.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილმა, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, 14 აპრილს 19:00 საათზე თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და გაივლიან იმ მარშრუტს, რომელიც „1978 წლის 14 აპრილს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გაიარეს“.
„საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს აღსანიშნავი, ერთ-ერთი ასეთი თარიღია 14 აპრილი, რომელიც სტუდენტური მოძრაობების მთავარი ტალღაა, ვიცით, რომ სტუდენტურ მოძრაობებს არასდროს დაუხევიათ უკან. ასეთ მოძრაობებში აქტიურად ჩართულები იყვნენ პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც ერთმანეთს დაუჭირეს მხარი და ასე ერთად მოგვიტანეს და შეგვინარჩუნეს ქართული ენა.
14 აპრილს 19:00 საათზე, თსუ-ის პირველ კორპუსთან ვიკრიბებით სტუდენტები და არა მხოლოდ, და დავიცავთ და გავივლით იმ მარშრუტს, რომელიც 1978 წლის 14 აპრილს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გაიარეს.
ამით კი კიდევ ერთხელ გამოვუცხადებთ მხარდაჭერას ჩვენს თანამებრძოლებს, პოლიტპატიმრებს, რომლებიც მხნედ არიან. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი პოლიტპატიმრები, საქართველო და გავერთიანდეთ ევროპული და ქართული მომავლისთვის“,- განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, გვანცა გვანცელაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.