ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტუდენტებმა სასტუმროს, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ კვერცხები დაუშინეს

სტუდენტებმა სასტუმროს, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ კვერცხები დაუშინეს
რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებულმა მოქალაქეებმა სასტუმრო “ტიფლისი პალასს” კვერცხები ესროლეს.
ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ “ოცნებამ” საკუთარ მოქალაქეებს უღალატა და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო გადაადგილებას მწვანე შუქი აუნთო.
ისინი ამ წუთებში საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წითელი ხაზები გადაკვეთა, ამიტომ მათი თქმით, ხმაური ის ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ისინი პრორუსულად განწყობილი ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნას შეეცდებიან.
ტვ პირველი

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.