სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა კარვები გაშალეს – ახალგაზრდები ღამის გათენებას აანონსებენ.
თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც და საქართველოს ის მოქალაქეებიც შეუერთდებიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნის გარდა, თსუ-ს სტუდენტები ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ.
ამასთან, პარალელურ რეჟიმში, პროტესტის კერაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც. სტუდენტები აუდიტორიებიდან ქუჩებში გავიდნენ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ლექტორები ახალგაზრდებს საჯარო ლექციებს უკითხავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)