სტუდენტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ

სერბეთში ვუჩიჩის საწინააღმდეგო აქციაზე სტუდენტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – ბელგრადის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმები და ჯავშანტექნიკა განალაგეს – სტუდენტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მწვავე შეტაკებები მოხდა პარლამენტის შენობასა და ვუჩიჩის მხარდამჭერთა შტაბთან სიახლოვეს. პოლიცია და სტუდენტები დაპირისპირებისას ხელკეტებს, ქვებსა და ფოიერვერკებს იყენებდნენ. სერბეთის ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია 47 ადამიანი და დაშავებულია 17 პოლიციელი. საპროტესტო გამოსვლები ვუჩიჩის გადადგომის მოთხოვნით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს
🔴 სერბეთში პროტესტი 2024 წელს ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო, შემთხვევას 16 ადამიანი იმსხვერპლა. პროტესტის აქტიურ ფაზაში დემონსტრაციების დარბევისას იყო ორმხრივი დაპირისპირება, რამდენჯერმე ახალგაზრდებს მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებდა, თუმცა ზუსტი დრო დღემდე არ დაუსახელებია, მომდევნო წელს კი სერბეთში გეგმური ისედაც უნდა ჩატარდეს.