ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე

სტუდენტების ნაწილი, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე.
სტუდენტების ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგება და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას აანონსებენ.
როგორც ცნობილია, სასწავლო პროცესზე უარს ამბობენ შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს და ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას. ჩვენ ვუერთდებით იმ უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგები არიან", - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.