არქივი10 მარტი, 2025, 12:25
სტუდენტების ინფორმაციით, თეატრალურმა უნივერსიტეტმა პროტესტში მონაწილეებს სტუდენტის სტატუსი შეუჩერა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი სტუდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა „მეილი“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება, რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა“, - წერს სტუდენტი.
აღნიშნულ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან დაკავშირებას ცდილობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.