სტრატკომი - უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მესამედი მწყობრიდან გამოიყვანეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დაახლოებით 33% მწყობრიდან გამოიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ჩვენმა სამხედროებმა მწყობრიდან გამოიყვანეს 24 რუსული ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი“, - აცხადებენ სტრატკომში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაციით, ღია წყაროების მონაცემებით, ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 74 საბრძოლო ხომალდისგან შედგებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.