„სტრატეგია აღმაშენებელი“ – ივანიშვილის რეჟიმი კვლავ პოლიტიკური ოპონენტების დევნითა და რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას

„სტრატეგია აღმაშენებელი” სრულ სოლიდარობას უცხადებს გიორგი ბარამიძეს, მის ოჯახს და გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ფაქტი არის პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიებისა და ავტორიტარული მეთოდების მორიგი თვალსაჩინო გამოვლინება.

„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას, ივანიშვილის რეჟიმი კვლავ პოლიტიკური ოპონენტების დევნითა და რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

მედიაში გაჟღერებულ განცხადებებზე დაყრდნობით მძიმე ბრალდებების შეთხზვა და პოლიტიკოსის დაპატიმრება წარმოადგენს სამართლებრივ აბსურდს, რომლის ერთადერთი მიზანი ოპოზიციური სპექტრის შეზღუდვა და კრიტიკული ხმის ჩახშობაა”, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.