სტრასბურგმა სადიგოვის ექსტრადიცია შეაჩერა, ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი შიმშილობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დროებითი ღონისძიების ფარგლებში მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. აკრძალვა იმოქმედებს მანამ, სანამ სადიგოვის საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში.
“უსამართლო და უკანონო იყო გადაწყვეტილებების ის ჯაჭვი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები ამ საქმეზე იღებდნენ, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლოს მეშვეობით, შესაძლებელი გახდა აფგან სადიგოვის უსაფრთხოების, ღირსების და თავისუფლების სათანადო დაცვა.
ჩვენ სოლიდარულები ვრჩებით საქართველოში და აზერბაიჯანში დევნილი ჟურნალისტების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ უკანონო დევნის, შევიწროებისა და ძალადობის ეს ავტორიტარული პრაქტიკები დასრულდება და დევნის მსხვერპლები საბოლოოდ უფლებების აღდგენასა და დაცვას მიაღწევენ”, – წერია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, უახლოეს დღეებში გეგმავენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სადიგოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.
აფგან სადიგოვმა ციხეში 161 დღე იშიმშილა. იგი მშრალ შიმშილობაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი დაეთანხმა პროკურატურას და აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
· აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
· გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი ცოლის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
· აფგან სადიგოვმა 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დააპატიმრეს, საპატიმროში 242 დღე იშიმშილა და მისი ჯანმრთელობა მაშინ სერიოზულად შეირყა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)