სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს €130 000-ის გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ს ფედერაციის წინააღმდეგ დარღვევა დაადგინა და მას ოთხოზორიას ოჯახისთვის 130 000 ევროს გადახდა დააკისრა.
საჩივარი ეხებოდა 2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მკვლელობას. ოთხოზორიას ოჯახის წევრები თვლიდნენ, რომ გიგა ოთხოზორიას მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი, კერძოდ, სიცოცხლის უფლება, დაირღვა.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია კონვენციის მე-2, სიცოცხლის უფლების მუხლი და ასევე 38-ე მუხლი, რაც რუსეთს აკისრებდა ვალდებულებას, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის დეტალები წარედგინა.
“მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.. მაშინ როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!”. – წერს გიგა ოთხოზორიას ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე თავის Facebook გვერდზე.