ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის წიინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის წიინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი რუსულ კანონთან დაკავშირებით დაარეგისტრირა.
"ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ააშკარავებს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი არ გაუგზავნიათ”, – აცხადებს საია.
სტრასბურგში რუსული კანონი 16 მედია ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა.
კანონის გაუქმებას ქვეყნის შიგნით მასშტაბური, ხანგრძლივი აქციებით მოითხოვდნენ მოქალაქეები, შემდგომ პროცესები სასამართლოში გადავიდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკოსებმა და მედიამ რუსული კანონი საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს, მაგრამ სასამართლომ კანონის მოქმედება არ შეაჩერა.
ამასთან, ოცნების მიერ დამტკიცებული კანონი საერთაშორისო დონეზე დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელ რეგულაციადაა შეფასებული და მის გაუქმებას ოლიგარქის ხელისუფლებისგან მოითხოვს ამერიკა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.