სტოლტენბერგი: უკრაინის უკეთესად შეიარაღებით ნატოს შეიძლება თავიდან აეცილებინა ომი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მეტი შეეძლო გაეკეთებინა უკრაინის შეიარაღებისთვის, რათა თავიდან აეცილებინა უკრაინაში რუსეთის შეჭრა 2022 წელს. სტოლტენბერგმა, რომელიც მალე დატოვებს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას, ეს განცხადება 14 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ამჟამად ჩვენ [უკრაინას] ვაწვდით იარაღს ომისთვის, მაშინ კი შეგვეძლო სამხედრო შეიარაღება მიგვეწოდებინა ომის თავიდან ასაცილებლად,“ უთხრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-ს.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსს არ სურდა უკრაინისთვის მიეცა იარაღი, რომელსაც კიევი ითხოვდა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ვინაიდან ის შიშობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის ესკალაცია შეიძლება მომხდარიყო.
სტოლტენბერგი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამდე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო, ოქტომბერში დატოვებს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)