ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტოლტენბერგი: დადგა დრო გადაისინჯოს იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები

უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს რუსეთის ძალების უკუგდებისთვის წარმოებულ ბრძოლაში, მისი მოკავშირეებისგან "მძლავრი მხარდაჭერის" მიღებით - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრაღაში, სამხედრო ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
ნატოს შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ესწრება, განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების პაკეტს, რომელიც ივლისში, ვაშინგტონში დანიშნულ ნატოს სამიტს უნდა წარედგინოს.
30 მაისს, შეხვედრის დაწყებამდე სტოლტენბერგმა თქვა, რომ დროა კიევისთვის დახმარების მიმწოდებელმა ქვეყნებმა განიხილონ ის შეზღუდვები, რომლებიც კიევს ორ წელიწადზე მეტი დროის წინ დაეკისრა - როცა მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში.
ბოლო თვეებში რუსეთმა გააძლიერა საჰაერო და სახმელეთო შეტევები უკრაინის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა უკრაინის ძალები საბრძოლო მასალების დეფიციტს განიცდიან. კიევი ითხოვს საბრძოლო მასალების მიწოდების გაძლიერებას, ასევე ნებართვას სრულად გამოიყენოს გრძელი რადიუსის იარაღი - რასაც შეზღუდვები აქვს დაწესებული რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების თვალსაზრისით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.