სტოკჰოლმმა განაცხადა, რომ ირანში დააპატიმრეს შვედეთის მოქალაქე

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში დააპატიმრეს შვედეთის მოქალაქე. ეს შვედეთის მესამე მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფება პატიმრობაში.
სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედი 20 წელს არის გადაცილებული და ის იანვრის პირველი რიცხვებიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. სხვა დეტალები სამინისტროს არ უხსენებია.
2022 წლის აპრილში ირანში დააპატიმრეს ევროკავშირის შვედი თანამშრომელი იოჰან ფლოდერუსი, რომელსაც ჯაშუშობაში ედება ბრალი. ევროკავშირი უარყოფს ამ ბრალდებებს. 2017 წელს სიკვდილი მიესაჯა შვედეთის ირანული წარმოშობის მოქალაქეს, აჰმადრეზა ჯალალის. მასაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, რასაც სტოკჰოლმი უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ