პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტოკჰოლმის „არლანდას“ აეროპორტში, დრონების დაფიქსირების გამო, საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდა

სტოკჰოლმის „არლანდას“ აეროპორტში, დრონების დაფიქსირების გამო, საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდა

შვედეთმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის გამო, სტოკჰოლმის „არლანდას“ აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა დროებით შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გამოცემა Daily Aftonbladet-ი ციტირებს საავიაციო ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც აცხადებს, რომ საჰაერო მოძრაობის კონტროლის კოშკიდან ოთხი სხვადასხვა ზომის დრონი დააფიქსირეს, რის გამოც, შვედეთის უდიდესმა, „არლანდას“ აეროპორტმა ავიარეისების მიღება და გაგზავნა 2.5 საათის განმავლობაში შეაჩერა.
პოლიციამ აეროპორტში შესაძლო დივერსიის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.