ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ცაგერშიც მიმდინარეობს - დაზიანებულია საავტომობილი ხიდი, რის გამოც კურორტ ლაშიჭალისკენ გადაადგილება შეფერხებულია

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ცაგერშიც მიმდინარეობს - დაზიანებულია საავტომობილი ხიდი, რის გამოც კურორტ ლაშიჭალისკენ გადაადგილება შეფერხებულია

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ცაგერში.
ამ დროისთვის გადაადგილება შეზღუდულია კურორტ ლაშიჭალისკენ მიმავალ გზაზე. კერძოდ, ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა საავტომობილო ხიდი დააზიანა, რის გამოც ამ დროისთვის კურორტის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია.
გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით შეფერხება არ ფიქსირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.