სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია, ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, რომელიც მაშველებმა ღამის განმავლობაში მთლიანად გაწმინდეს

სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია, ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, რომელიც მაშველებმა ღამის განმავლობაში მთლიანად გაწმინდეს
სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია, ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, რომელიც მაშველებმა ღამის განმავლობაში მთლიანად გაწმინდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოფელი შრომა და რამდენიმე მიმდებარე სოფელი მთლიანად იყო მოწყვეტილი ოზურგეთს.
„ღამის განმავლობაში დილამდე მაშველებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი. შესაბამისად, კომუნიკაცია არის აღდგენილი, გზის არარსებობის გამო ელექტროენერგიაც ჯერ კიდევ არის შეწყვეტილი და გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს. „ენერგო-პროსთან“ გვქონდა ამაზე საუბარი და დაგვპირდნენ, რომ უახლოეს საათებში ეს პრობლემა მოგვარდება, ანალოგიურად ყველა სხვა დასახლების შემთხვევაში მსგავსი სამუშაოები არის ჩასატარებელი. გრძელდება აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ აღდგეს კომუნიკაცია, სადაც საჭიროა, აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს სამუშაოები გაგრძელდება.
ასევე მაქსიმალურად, სადაც ამის საჭიროება იქნება, უზრუნველვყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით. ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არც ერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, სამხედროებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველას, ვინც ჩართულია შესაბამის სამუშაოებში.
„მადლობა ყველას, მაშველებს, რომლებიც არიან ჩართული აქტიურად ამ სამუშაოებში, სასწრაფო დახმარებას, სამხედროებს, რომლებიც გუშინ ჩაერთვნენ შესაბამის სამუშაოებში, ყველას განსაკუთრებული მადლობა. ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა, დღისა და ღამის განმავლობაში ისინი აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რჩება სერიოზული სირთულეები და პრობლემები. ჯერ კიდევ არის დასახლელები, რომლებიც მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს, შესაბამისად, იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული, რათა კომუნიკაცია აღდგეს. სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში