ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტიქია წალენჯიხაში – ძლიერმა წვიმამ გზები, სახლები და ელექტროსადენები დააზიანა

წალენჯიხაში, ორდღიანმა ძლიერმა წვიმამ ქალაქის მოსახლეობა დააზარალა. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილიც.
სტიქიის გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროსადენების ნაწილი.
“კოკისპირული წვიმის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. განადგურებულია ვენახები, ნათესები, ნარგავები და შიდა სასოფლო გზები”- აცხადებს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია
ამ წუთებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება ელქტროენერგია. შეზღუდულია ინტერნეტის მომსახურებაც.
ბელქანიას განცხადებით, ამ წუთებში გაწმენდით სამუშაოებს მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, წალენჯიხაში წვიმა შესუსტებულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვიმა რეგიონში 23 ივნისამდე გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.