არქივი8 თებერვალი, 2024, 15:10
სტიქია ბაღდათში - სოფელ ნერგეეთში ყველა ცხედარია ნაპოვნი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მე-9 ცხედარიც იპოვეს ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ყველა იმ ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, რომლებიც 7 თებერვლის სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდნენ.
მეწყერი ნერგეეთში 7 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა.
დაღუპულთა შორის არიან ერთი ოჯახის წევრები: მამა და მისი სამი შვილი, დედა-შვილი და ბავშვის ბებია, ასევე, შუახნის ცოლ-ქმარი.
6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.