არქივი3 თებერვალი, 2026, 16:47
სტივ უიტკოფი ისრაელში ჩავიდა

სტივ უიტკოფი ისრაელში ჩავიდა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება და შეხვედრის მთავარი თემა ირანი იქნება.
უიტკოფი ხვალ ისრაელიდან აბუ-დაბიში გაემგზავრება, სადაც უკრაინასა და რუსეთის შორის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს.
ასევე, მედიის ინფორმაციით, სტივ უიტოფი პარასკევს სტამბოლში, ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.