ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტივ ვიტკოფი აცხადებს, რომ თავდაცვითი მიზნებისთვის აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია

სტივ ვიტკოფი აცხადებს, რომ თავდაცვითი მიზნებისთვის აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია

ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა ხვალ, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, იქ იმ მოლოდინით მივდივართ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, - განაცხადა სტივ ვიტკოფმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს მიმდინარე კვირაში, ვიტკოფმა უპასუხა, რომ „ამის იმედი აქვს და ყველა ნიშანი პოზიტიურია“.
ვიტკოფის ცნობით, საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები უკრაინის უსაფრთხოების, ტერიტორიულ და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების საკითხებს განიხილავენ.
ამასთან, ვიტკოფმა აღნიშნა, რომ თავდაცვითი მიზნებისთვის აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.